აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა - მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა

26 ივლისი, 2021

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა - მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა.
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა დასრულდა. პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით. საგანმანათლებლო პროცესს, რომელშიც დიდი აქცენტი ფიზიკა- მათემატიკის სწავლასა და ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაზე გაკეთდება, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა წარმართავს. 
სკოლა მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით შესთავაზებს როგორც სპორტულ, ასევე, შემოქმედებით და ინტელექტუალურ მომსახურებებს, მათ შორის, იფუნქციონირებს კლუბები პროგრამირების და ვებ დიზაინის მიმართულებით. სკოლის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ფართო სპექტრის სპორტული და შემოქმედებითი სერვისების განხორციელებისთვის. სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. 2021- 2022 სასწავლო წლისთვის სკოლაში მიიღება მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.
მისაღები გამოცდების ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 26 ივლისიდან და გაგრძელდება 13 აგვისტოს ჩათვლით.
ონლაიან რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული - shorturl.at/jvyU1
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომელმაც 2020-2021 სასწავლო წელს დაძლია მე-6  ან მე-7 კლასი. 
 მოსწავლის მშობელმა უნდა გაითვალისწინოს: 
სასწავლო პროცესი იწარმოებს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში (სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. მისამართი: ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკის ქ.N1).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
441234567
45891011121314
4615161718192021
4722232425262728
48293012345
496789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები