შეხვედრა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
28 ივლისი, 2021
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ხელოვნების მუზეუმში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო გამოფენა სახელწოდებით -"ვიზუალური გამოფენა ბულგარეთიდან". გამოფენა გაგრძელდება 30 ივლისის ჩათვლით.
იხილეთ გალერეა