აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წიგნი - "ჭადრაკი ყველასთვის"

02 აგვისტო, 2021

პირველად საქართველოში, უსინათლოთათვის ქართულ ენაზე ბრაილის შრიფტით საჭადრაკო წიგნი დაიბეჭდა. უსინათლო და მცირემხედველი პირები მრავალი წელია ჩართული არიან საჭადრაკო ცხოვრებაში, მაგრამ ბრაილზე დაწერილი საჭადრაკო ლიტერატურა მსოფლიოში ბევრი არ არის და არსებულიც უცხო ენებზეა. დღეს, ბათუმის საზაფხულო თეატრთან წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ქ.ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. წიგნი სახელწოდებით - "ჭადრაკი ყველასთვის" აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითი გამოიცა ორი ფორმატით, ბრაილზე და მხედრული ანბანით. მხედრული ანბანით დაბეჭდილ წიგნში, საჭადრაკო დაფაზე არსებული უჯრების რაოდენობიდან გამომდინარე სიმბოლურად 64 გვერდია. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს წიგნი საჩუქრად გადაეცა. წიგნის ავტორები: სალომე მელია და დავით ჯოჯუა (საერთაშორისო დიდოსტატები ჭადრაკში).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები