აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

03 აგვისტო, 2021

ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 
დღეს, მიმდინარე სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  მაია ხაჯიშვილი, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია გაეცნენ.
2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, დაიგეგმა ახალი საუნივერსიტეტო კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ორივე მათგანი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.
კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. 
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან ახორციელებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები