აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტენდერი სოფელ განთიადის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე

03 აგვისტო, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე.
შენობაში, სპორტულ დარბაზთან ერთად, განთავსდება გასახდელები, საკვანძები და დამხმარე სათავსოები.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
შენობა აღიჭურვება სპორტული ინვენტარით. ასევე, სახურავის, ფასადის და შიდა ნაწილობრივი სამუშაოები განხორციელდება სკოლის ძირითად შენობაზეც. 
შესყიდვის ღირებულება შეადგენს 697 934 ლარს.სამუშაოების წარმოებისათვის 12 თვეა განსაზღვრული. განთიადის სკოლაში 130-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები