აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ოთხი ბათუმელი პოეტის ლექსები იტალიურ ენაზე გამოიცა

06 აგვისტო, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ ფარგლებში, განხორციელდა ოთხი ბათუმელი პოეტის ლექსების გამოცემა იტალიურ ენაზე. კალაბრიელი დომენიკო პოლიტოს გამომცემლობა „ლეონიდა ედიციონიმ“ ოთხი ბათუმელი და ოთხი კალაბრიელი პოეტის ლექსები იტალიურ და ქართულ ენებზე ერთ გამოცემაში გააერთიანა. „ზღვის სუნთქვა“ „Respiro del Mare“ ასე ჰქვია წიგნს და ის შავი და ხმელთაშუა ზღვების კულტურებს აერთიანებს. წიგნში შესულია ვახტანგ ღლონტის, ბელა ქებურიას, როი აბუსელიძისა და ქალთამზე სურმანიძის ლექსები. ორივე ენაზე წიგნი ლომბარდიაში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნუნუ გელაძემ თარგმნა. წიგნის პრეზენტაცია იტალიის რესპუბლიკაში, რეჯო კალაბრიის წიგნის ყოველწლიურ გამოფენაზე „Xenia book fair“ გაიმართა. პრეზენტაციას, პოეტებთან ერთად დაესწრნენ სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი და ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამაარსებელი, ვახტანგ ბერიძე. ქართულ დელეგაციას ქალაქის მერმა ჯუზეპე ფრანკომატამ უმასპინძლა. შეხვედრები ასევე გაიმართა კალაბრიის ეროვნული პარკის Parco Nazionale di Aspromonte ხელმძღვანელობასთან, რეჯო კალაბრიაში საქართველოს დიასპორის ხელმძღვანელთან გიორგი ყიფიანთან. შეხვედრებისას სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ღონისძიებებს იტალიის რესპუბლიკაში, სან მარინოსა და მალტაში საქართველოს საელჩოს დესპანი დავით გომართელი და ბარიში საქართველოს გენერალური კონსული ვახტანგ ანდღულაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები