აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

08 აგვისტო, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მთავრობის წევრებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მქონე მეომრებს 3000-3000 ლარს გადასცემს. თანხა ასევე გამოეყოფა 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. ჯამში 27 ოჯახზე გაიცემა 81 000 ლარი.
ამავე პროგრამის ფარგლებში, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 31 ბენეფიციარს.
დახმარება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის – „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გამოიყოფა.
პროგრამის საერთო ბიუჯეტი განისაზღვრება 112 000 ლარით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები