აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოფლის ამბულატორიებში covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა მზარდია

06 აგვისტო, 2021

ამ დროისთვის, აჭარაში covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 5 სამედიცინო ამბულატორიაში მიმდინარეობს. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით" აიცრან.

ვაქცინაციის პროცესს, გონიოსა და ახალსოფლის ამბულატორიებში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად გაეცნო.

,,ხელვაჩაურისა და ქობულეთის ამბულატორიებში ვაქცინაციას აქტიურად იტარებენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე დამსვენებლები. მაგალითად დღეს გონიოს ამბულატორიაში, საქართველოს ერთ-ერთი რეგიონოდან ჩამოსული დამსვენებელი მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდა და აიცრა. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში  სოფლის სამედიცინო ცენტრების ჩართვის მიზანი სწორედ ეს გახლდათ, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო იმუნიზაცია", - აღნიშნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

გასული დღის მონაცემებით, აჭარაში 2 574 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, ჯამში კი 66 860.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები