აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ოპერატიული შტაბის სხდომა

09 აგვისტო, 2021

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდვითარება განიხილეს.

დღეს, საქართველოს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც შესაბამისი უწყებები ასევე მკაცრად გააკონტროლებენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება.

აჭარაში, ბოლო 24 საათში 2000-ზე მეტი ადამიანი აიცრა კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. აჭარაში სულ 74 000 მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 15 აგვისტოდან, სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იქნება შესაძლებელი. 15 აგვისტოდან სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორ-მასწავლებლებს და აქ დასაქმებულ პირებს, საშუალება ექნებათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში, ჩაიტარონ ვაქცინაცია სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით.

აჭარაში, ბოლო 24 საათში 2000-ზე მეტი ადამიანი აიცრა კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. აჭარაში სულ 74 000 მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები