აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

10 აგვისტო, 2021

ქედის მუნიციპალიტეტში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. 
ხიდის სიგრძე 72 მეტრს, ხოლო სიგანე 8 მეტრს შეადგენს. სამუშაოები სპეციალური ტექნიკით, ინტენსიურად მიმდინარეობს. 
ამ ეტაპზე ხიდის საყრდენი ბურჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. 
ახალი ხიდით სოფელ აბუქეთას, კანტაურასა და ტიბეთას მოსახლეობა ისარგებლებს. ხიდი სხვადასხვა ტურისტულ მარშუტზე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, მოადგილეებთან და სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები