აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

12 აგვისტო, 2021

ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქ.ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და თავად ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში რომელიც მათ ეხებათ.
წელს, ფორუმის თემატიკა „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომელზეც ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი თემატური სამუშაო ჯგუფები სტრატეგიაში ასახული 5 პრიორიტეტული მიმართულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამის კონკრეტული აქტივობებს შეიმუშავებენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები