აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქ.ბათუმის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

13 აგვისტო, 2021

მიმდინარეობს ბათუმის N2 საჯარო სკოლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სრული სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები. მიმდინარე წელს განხორციელდება შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია. პროექტირების პროცესში ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი თავდაპირველი (ავთენტური) ფასადის ფერებისა და გამოყენებული მასალის სახეობის დასადგენად. შესწავლილი იქნა არქიტექტურული ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა, მოძიებული იქნა საარქივო მასალები შენობის თავდაპირველი იერსახის დასადგენად. პროექტი შეთანხმებულია სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 483 400 ლარია. ამ დროისთვის დასრულების სტადიაშია სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაწყებულია ფასადის რეაბილიტაცია. მომდევნო წელს გაგრძელდება სრული რეაბილიტაციის პროცესი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები