აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება იგეგმება

23 აგვისტო, 2021

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგის და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მენეჯმენტთან ერთად ისპანის ტორფნარები მოინახულა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარ სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე დაპროექტდება  მოსასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, სადაც  მოსასვენებელი კოტეჯისა და სფაგნუმების მიმართულებით გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა შესაძლებელი. ასევე გაკეთდება შემეცნებითი სივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე  ხელით შეხების საშუალება ექნებათ. აქტივობების სივრცესთან კი შთამბეჭდავი ვიზუალის და სიმაღლის გადმოსახედი პლაფორმა მოეწყობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას და ერთი ორად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები