აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვის არეალი კიდევ უფრო გაიზარდა

26 აგვისტო, 2021

დღეიდან სამედიცინო ცენტრების გარდა აცრის ჩატარება სოფლადაც არის შესაძლებელი. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში, ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ.
გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მოსახლეობა სურვილისამებრ სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით იცრება.
დღეს ვაქცინაციის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეცნო.
,,მსგავსი ვიზიტები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია იმ მოსახლეობისთვის სერვისის მიწოდება, რომლებიც მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას და რომელთათვისაც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტნაკლებად პრობლემად რჩება. მომდევნო პერიდისთვის ვფიქრობთ და ორიენტირებულები ვართ ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და სრულად, მოსახლეობა რომელიც არ არის ბარში დასახლებული მოცული იქნას პირველადი პრევენციის აღნიშნული მეთოდით“ - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ხიხაძირის ამბულატორიაში ვიზიტისას.
,,ცენტრიდან ძალიან შორს ვცხოვრობ და ვერ ვახერხებდი გასვლას. მოვიდა სპეციალური ბრიგადა და ადგილზე ავიცერი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოვუწოდებ ყველას აცრისკენ“, - აღნიშნა ხიხაძირის თემის მკვიდრმა რუსუდან ხალვაშმა.
მუნიციპალიტეტების სოფლებში ხელმძღვანელ პირებთან ერთად ვაქცინაციის პროცესს ასევე გაეცნენ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე, მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი.
აჭარაში ყოველდღიურად მზარდია ვაქცინაციის მსურველთა სტატისტიკა. ამჟამად ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
441234567
45891011121314
4615161718192021
4722232425262728
48293012345
496789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები