აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

25 აგვისტო, 2021

კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა სასტუმრო "ლე-მერიდიენის" თანამშრომლებთან აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტაენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ გამართეს. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე.
შეხვედრაზე განთავსების სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდათ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინების წარმომავლობის, ვაქცინაციის უპირტესობისა და მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებს ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროცესისი გაჭიანურების დრო არ არის, აცრა ყველამ უმკლეს დროში უნდა ჩაიტაროს, რათა მოხდეს ვირუსის დროულად დამარცხება.
აჭარაში ვაქცინაციის პროცესი 24 დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორისაა 21 სამედიცინო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი (მეტროსითი, ბათუმი მოლი) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო აჭარის სოფლებში.
ამჟამად აჭარაში ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები