სათნოების სავანეს ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია
23 აგვისტო, 2021
წმ. მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია. დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იმ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადააგილება არ შეუძლიათ. ვაქცინაციის მიზნით, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფი მათ სათნოების სავანეში ეწვია.
სათნოების სავანეში ვაქცინაცის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე დაესწრნენ.
"თავშესაფრის ბენეფიციართა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობა ასაკოვანია, ნაწილს კი აქვს ქრონიკული დაავადებები. მათი სრულყოფილად ვაქცინაციისათვის დღეს ამცრელი ბრიგადა ადგილზე მოვიდა. მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებთა 95% აცრილია", - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
დღემდე სამედიცინო დაწესებულებში ვაქცინაცია სავანეს 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით ვაქცინირებულები არიან.
იხილეთ გალერეა