აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

17 აგვისტო, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.
ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით შეუძლიათ.
რეგიონში იმუნიზაციის მიმდინარეობასა და მოქალაქეების აქტივობაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიაწოდა. მინისტრის განმარტებით, უკვე ადმინისტრირებულია 98 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა და მოსახლეობის 15% ერთი დოზით მაინც აცრილია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ამცრელი ბრიგადა მუშაობს, რომლის დღიური გამტარობა 800-1000 პაციენტია, ხოლო რეგიონის მასშტაბით 60 ამცრელი ბრიგადა ოპერირებს.
მთავრობის მეთაური მოქალაქეებსა და ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა, რომელთა შორის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც არიან და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას.
პრემიერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები