აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან
25 აგვისტო, 2021
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.
დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა კლინიკებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით აიცრნენ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე თანამშრომლებთან ერთად მეორე დოზით აიცრა.
ამ დროისთვის დეპარტამენტის თანამშრომლების 70 პროცენტი პირველი და მეორე დოზებით არიან ვაქცინირებული.
იხილეთ გალერეა