აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დასკვნით ეტაპზეა "მწვანე ტბიდან" "შავ ტბამდე" ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც ამავდროულად დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებს უკავშირდება

27 აგვისტო, 2021

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა (შავი ტბა, ტურისტული მიმართულება) და დანისპარაული-ველათი-ალმის იაილას მიმართულებით საავტომობილო გზის 5250 მეტრ მონაკვეთზე ხორციელდება.
უკვე დასრულდა მიწის ვაკისის სამუშაოები და ამ ეტაპზე არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
რეაბილიტირებული გზით მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.
მიმდინარე სამუშაო პროცესები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები