აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებთან 2022 წლის პრიორიტეტების და სტრატეგიის შესახებ იმსჯელა

06 სექტემბერი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე 2022 წლის პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. ასევე, დეტალურად განიხილეს სამინისტროების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური პროექტები.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე არსებული კოვიდის მართვისა და რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმები, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებას ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების კიდევ უფრო გაფართოება,  სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მაღალმთიანი აჭარის ხელშეწყობა წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტყვიის შემცველობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროგრამების და ქვეპროგრამების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარის დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააძლიერებს და გააფართოებს კონკრეტულ მიზნობრივ პროგრამებს სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისა და საოჯახო მეურნეობების, მეციტრუსეობის ხელშეწყობის მიზნით. 

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სასწავლო პროცესისთვის სკოლების ინფრასტრუქტურული მზაობისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო მზარდი იქნება განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს როგორც ახალგაზრდების, ისე პედაგოგების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის  კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

591 01 00 38

სოციალური ქსელები

ბმულები