აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

02 სექტემბერი, 2021

უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
ხელვაჩაურში 12 მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღის განმავლობაში ცალმხრივად მოხდება საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.
თხილნარი-დუმბაძეების და მახო-დავითაძეების მიმართულებით უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე ინსტენსიურ რეჟიმში იწმინდება გზები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები