აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი დამეწყრილი გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს

04 სექტემბერი, 2021

მესამე დღეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახოციელებს. 
ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში 8 მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოები ხორციელდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: კეჭიეთი--ნოღაიდლების, წყავროკა-რომანაძეების, წყავროკა-ლაზიშვილების, ზედა ლეღვა-ბარათაშვილების, ზედა კვირიკე-ბერიძეების, გვარა-ხუტულაიშვილების და დაგვა-ლაზისტანის მიმართულებებით. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები. მახო-დავითაძეების-თხილნარი-ხინკილაძეების, კირნათი-ზედა კირნათის და მახო-გენჯაძეების მიმართულებით. 
ასევე ქედაში, შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე საავტომობილო გზაზე მცირე მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღის მეორე ნახევარში დამატებით მოხდება სხვა ლოკაციებზე სამუშაო პროცესის განხორციელება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები