ქედაში, წონიარისის ახალი ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
17 სექტემბერი, 2021
ქედის მუნიციპალიტეტში კანტაურა-ტიბეთას ახალი ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
უკვე დასრულდა ხიდის საყრდენი ბურჯების და მალების მოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე სავალი ნაწილის არმირების სამუშაოები ხორციელდება.
ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
ხიდის სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ პირველ მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა