აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში გაიხსნა

23 სექტემბერი, 2021


23-29 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდება მე-10 სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში თემაზე: აჭარის ლინგვოკულტურული პორტერეტი.
სეზონური სკოლა დაფინანსებულია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში.
სეზონური სკოლა მიზნად ისახავს, ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის (DigiArchive) ახალი მასალით შევსებას და აჭარის ლინგვოკულტუროლოგიურ პორტრეტის შექმნაში ჩართვას.
საზაფხულო სკოლის საკვლევი არეალი განისაზღვრა ისტორიული სხალთა-ხიხანის ხეობით.
სეზონური სკოლის მონაწილეები გაეცნობიან დოკუმენტირებისა და არქივირების მეთოდების თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, აითვისებენ საჭირო ტექნოლოგიურ და პროგრამულ ინსტრუმენტებს. საველე ექსპედიციებში სტუდენტები მოიპოვებენ ახალ რესურსებს და მოამზადებენ დოკუმენტებს ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივში შესატანად.

სეზონური სკოლის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო ვორკშოპი დოკულინგვისტიკის საკითხებზე და ენობრივი მასალის მორფოსინტაქსური ანოტაციის სქემებზე.
ვორკშოპის ჩასატარებლად მოწვეული არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექსპერტები: მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია) და სოფიკო დარასელია (ლიდსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).
📌სეზონური სკოლა მიმდინარეობს კოვიდ რეგულაციების დაცვით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები