აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

21 სექტემბერი, 2021

N23 საჯარო სკოლის ახალი შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად დაათვალიერა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას.

პროექტის ღირებულება 3 150 465 ლარია. შენობა სრულად არის ადაპტირებული. მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში ახორციელებს 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას, რომელთაგან მიმდინარე წელს დასრულდება 10. ასევე. მიმდინარეობს 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები