აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

კლინიკებს სავაქცინე მაცივარები გადაეცა

24 სექტემბერი, 2021

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა, აჭარას 19 ერთეული სავაქცინე მაცივარი გადმოსცა.

სავაქცინე მაცივრები გათვალისწინებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც მიმდინარეობს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მაცივრების განაწილების პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო.

,,სავაქცინე მაცივრები გადანაწილდა აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით. კონკრეტულად იმ დაწესებულებებზე, სადაც ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა იყო მოძველებული და საჭიროებდა განახლებას. ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში არიან ჩართულნი 11 მაცივარი გადაეცათ, რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 8 მაცივარი არის სოფლის ამბულატორიებისათვის გათვალისწინებული, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მანამდე, ცივი ჯაჭვის სისტემის გასაახლებლად საგანგებო სიტუაციებზე დაკვირვების ცენტრის მიერ, სავაქცინე მაცივრები გადაცემული იქნა სოფლის ამბულატორიებზე.

მუნიციპალიტეტებში უკვე სოფლის ამბულატორიების დონეზე ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელობა ჰქონდა ცივი ჯაჭვის განახლებას. აღნიშნული სისტემის მოწესრიება არის მთავარი ამოცანა, იმისათვის რომ ვაქცინის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

დღემდე აჭარაში ჩატარებულია 198 428 დოზა ვაქცინა, მ.შ. ორი დოზა ჩატარებულია აქვს 85 685 ადამიანს. ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 32 %, მ.შ. ზრდასრული მოსახლეობის 41,6 %. ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 24.3 %, მ.შ. მოზრდილი მოსახლეობის 31.6 %.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები