აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

საწარმო "ნოვას" თანამშრომლები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ჩაერთნენ

23 სექტემბერი, 2021

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს საწარმო ,,ნოვა“-ს თანამშრომლებთან გაიმართა.

შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და ვაქცინაციის ირგვლივ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ.

,,დღეს ვიმყოფებოდით საწარმო ,,ნოვა“-ში, სადაც შევხვდით ორგანიზაციის თანამშრომლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც არ იყვნენ ვაქცინირებულები. თანამშრომლებს ქონდათ კითხვები და მოსაზრებები, ყველა კითხვა იქნა განხილული და შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობა მათგანმა გადაწყვიტა ვაქცინაცია. გამსვლელი ბრიგადის საშუალებით, ადმინისტრირება მოხდა სამი სახის ვაქცინით: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით“ - აღნიშნა, შეხვედრის შემდგომ მარი ზანაქიძემ.

მინისტრმა საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობაზე, ვაქცინაციის აუცილებლობასა და ეპიდვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მადლობა გადაუხადა საწარმოს თანამშრომლებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ხელმძღვანელ პირებს, ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის დაწესებული ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობებისათვის.

დღეს, გამსვლელი ბრიგადის მიერ დამატებით, საწარმოს 22 თანამშრომელი აიცრა. ამ დროისთვის აჭარაში სულ 197 935 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები