აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოფლის ამბულატორიების უმრავლესობა იმუნიზაციის პროცესში სრულად ჩაერთო

21 სექტემბერი, 2021

მიმდინარე კვირიდან, სოფლის ამბულატორიების უმრავლესობა იმუნიზაციის პროცესში სრულად ჩაერთო. პარალელურად, სადაც ვაქცინაცია ვერ ჩატარდება სოფლის ექიმის მიერ, იმუნიზაციას გამსვლელი ბრიგადები უზრუნველყოფენ.

კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსთან, ნინო გუგუშვილთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო.

,,აცრების მოცვის არეალი აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს უახლოეს თემის სამედიცინო ამბულატორიაში ჩაიტაროს ვაქცინაცია. უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, გასვლითი ბრიგადების საშუალებით იცრებოდნენ სოფლად მოსახლეობა, თუმცა მიმდინარე კვირიდან ამბულატორიებში, თითქმის 60-ვე უბანზე ხდება ვაქცინაციის პროცესის დაწყება, გარდა ერთი-ორი დეფიციტური უბნისა, სადაც გასვლითი ბრიგადა გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით რისკჯგუფები, ასაკოვანი მოსახლეობა, იყვნენ პირველ რიგში აცრილნი“,- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

დღევანდელი მონაცემებით აჭარაში სულ - 193 924 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის ერთი დოზით აცრილის ზრდასრული მოსახლეობის 41,2 %, ხოლო ორი დოზით 30.3 %.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები