აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს წითელმა ჯვარმა სამინისტროს 22 ტონა სამედიცინო თხევადი ჟანგბადი საჩუქრად გადმოსცა

18 სექტემბერი, 2021

საქართველოს წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა სამედიცინო თხევადი ჟანგბადი საჩუქრად გადმოსცა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადმოსცა. ჟანგბადის გადმოცემის პროცესს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილესთან, კახა მამულაძესთან ერთად დაესწრო.

,,წითელი ჯვარისაგან აჭარის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა 22 ტონა ჟანგბადი. დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, ვინაიდან გაზრდილია ჟანგბადამოკიდებული კოვიდპაციენტების რაოდენობა, ასევე ჟანგბადის მოხმარება. აღნიშნული რაოდენობა გადანაწილდება იმ კოვიდდაწესებულებებზე, რომლებიც ყველაზე გაზრდილი რაოდენობით მოიხმარენ ჟანგბადს, ეს გახლავთ - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მაღალტექნოლოგიური კლინიკია "მედცენტრი", მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი წითელ ჯვარს გადმოცემული საჩუქრისათვის“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები