აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

28 სექტემბერი, 2021

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა- „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“.
კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით იმართება. ორდღიან კონფერენციაში მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი აფშან ხანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. კონფერენციის მიზანია ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა. კონფერენციაზე საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს საშუალება მიეცემა თავიანთი ინიციატივების გაზიარების. ამით კი, თავის მხრივ, ხელი შეეწყობა მომავალში ბავშვთა უფლებების დამცველების განათლებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სამართალი, ბიზნესი და სხვა. კონფერენცია უზრუნველყოფს საერთაშორისო პლატფორმას და ადგილობრივ ექსპერტებს შორის ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული თეორიის, კვლევის, პოლიტიკისა და პრაქტიკის სტრუქტურირებულ გაცვლას. პირველ და მეორე კონფერენციებს შორის საქართველოს შვიდი უმაღლეს სასწავლებელში ბავშვთა უფლებების ცენტრები დაფუძნდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები