აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი გზები ინტენსიურად იწმინდება

04 ოქტომბერი, 2021

ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით მეწყრული პროცესები განვითარდა.
დილიდანვე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. 
ყინჩაური წაბლანას გზაზე ჯერჯერობით გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა, საჭიროა გეოლოგიური სამსახურის ჩართვა დამეწყრილი ადგილმდებარეობის შესასწავლად.                          
ადგილობრივები, დროებით, შემოვლითი გზით შეძლებენ სარგებლობას.
ქედაში სამ ლოკაციზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები 8 მიმართულებით იწმინდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები