აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა

22 სექტემბერი, 2021

 გიორგი სურმანიძე - ჯარა ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია, ვინაიდან აქ სულ რამდენიმე ათეული მეფუტკრეა, ვინც ფუტკრის მოშინაურების რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ ხელმძღვანელთან, დანიელ მევლილთნ ერთად, ქედაში სოფელ მეძიბინაში ოთარ დუმბაძის ჯარას საფუტკრეს ეწვინენ და ორგანული თაფლის ამოღების პროცესს დაესწრნენ.

ასევე გაეცნენ, კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის’’ საწარმოში აგრო-ქედას წაროებას, სადაც ხდება ორგანული ბიო სერტიფიცირებული თაფლის მიღება, დაფასოება და სარეალიზაციოდ მომზადება. კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა’’ პირველია საქართველოში, რომელმაც ჯარას თაფლი კომერციული მიზნით შეაგროვა, სტანდარტების შესაბამისად დააფასოა და თავის ადგილობრივ მაღაზიებს მიაწოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58