აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს სტაჟიორები ჯიღაურას საცდელ-სადემონსტარციო ბაზაში იმყოფებოდენენ

09 სექტემბერი, 2021

 საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას, აგროტურის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, სამინისტროს სტაჟიორებთან ერთად სტუმრობდა.   გიორგი სურმანიძე ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად გაეცნო ცენტრის ბაზაზე მიმდინარე პროექტებს, დაათვალიერა ვაზის და ხეხილის კოლექციები, ახალგაზრდა აგრონომების განათლების ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით საერთო პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. სტაჟიორებმა ჯიღაურას ბაზაზე გაეცნენ მიმდინარე პროექტებს, ასევე ვაზის და ხეხილის უნიკალუ - ენდემურ ჯიშებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ცოდნა გაიღრმაონ და დარგში არსებულ სიახლეებს გაეცნონ“, - აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.

  აგროტურის ფარგლებში სტჟიორები, ასევე იმყოფებოდნენ წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ ბაზაზე, დათვალიერეს იქ არსებული ნიადაგის კვლევის ლაბორატორია და გაეცნენ მიმდინარე კვლევების თანამედროვე სპეციფიკას.   სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, აქტიურად არის ჩართული სწავლება-გადამზადების პროექტებში. ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს ახალგაზრდების, სტუდენტების, ფერმერების ტრენინგები, სწავლება და ცოდნის გაღრმავება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58