აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა მეციტრუსე ფერმერებთან

07 სექტემბერი, 2021

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა მეციტრუსეობის დარგში არსებული მდგომარეობა, წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ციტრუსოვანთა პლანტაციებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გიორგი სურმანიძის განცახდებით, აუცილებელია ციტრუსოვანთა ბაღების ინტენსიურ ტექნოლოგიებზე გადაყვანა, ამორტიზირებული ციტრუსოვანთა ბაღების ეტაპობრივი ჯიშთგანახლება, ციტრუსოვანთა სხვადასხვა დაავადებების მიმართ კომპლექსური წამლობითი ღონისძიებების ჩატარება და მაღალხარისხოვანი ნერგის წარმოება. ამასთან, დარგის შემდგომი განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს მეციტრუსე ფერმერთა ასოციაციების (გაერთიანებების) განვითარების ხელშეწყობა, რადგან, ფერმერები ინდივიდუალურად ვერ ახერხებენ სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების სრულფასოვან ჩატარებას, წარმოებული პროდუქციისთვის სასაქონლო სახის მიცემას (დახარისხება, შეფუთვა) და მის ორგანიზებულად რეალიზაციას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58