კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა უმჯობესდება
12 ოქტომბერი, 2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ზვიად თავდგირიძე სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო პატარა იოანე სახლში მოინახულა.
ტრაგედიას გადარჩენილი იოანე კარგად არის და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.
იხილეთ გალერეა