აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

16 ოქტომბერი, 2021

ქედაში, სოფელ წონიარისში 72 მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.
საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს. 
პროექტის ფარგლებში მოეწყო:
რკინა-ბეტონის მალები;
რკინა-ბეტონის ფილა;
ბურჯები ხიმინჯებით;
მოხდა ხიდის ჰიდროიზოლაცია და დაიგო ასფალტობეტონის საფარი;
მოეწყო ორივე მხარეს ქვეითთა სავალი;
შესასვლელები შემოიფარგლა პარაპეტებით;
ხიდის სიგრძე 72 მეტრს, ხოლო სიგანე 8 მეტრს შეადგენს.
ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ახალი ხიდი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები