აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

"სტუდენტთა დახმარების" ქვეპროგრამის ფარგლებში ყველა სტუდენტი დაფინანსდა

01 ნოემბერი, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში  (2021 წლის 2 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადებულ კონკურსში) მონაწილე ყველა ის სტუდენტი დაფინანსდა, რომელთა განცხადებებიც აკმაყოფილებ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:

სწავლობენ საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:

Ø  სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან;

Ø  სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო;

Ø  სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები;

Ø  სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;

Ø  სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

Ø  სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი.

სულ 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაუფინანსდა 599 სტუდენტს. მათ შორის: აგვისტოს კონკურსის შედეგად გამოვლენილ 156  სტუდენტს და გასულ სემესტრში დაფინანსებულ 443 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით დადგენილი ბარიერი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები