აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონა მოგზაურების მისაღებად მზადაა

02 ნოემბერი, 2021

შუახევში, ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის მოწყობა დასრულდა. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე საპიკნიკე სივრცეში მოგზაურებისთვის ფანჩატური, საქანელები, საცეცხლური, ფოტოსტენდი და ჰამაკებია განთავსებული. ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონა აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის ირგვლივ ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა მიმდინარეობს.  საკემპინგზე სივრცეებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდა-სკამები, კედელზე მიმაგრებული კარადები, ხის ორსართულიანი საწოლები განთავსება იგეგმება. ღია სივრცეში კი საშხაპეები და საპირფარეშოები ეწყობა.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები ეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები