აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა წარმატებულ სტუდენტებთან

05 ნოემბერი, 2021

წელს,  სტუდენტთა დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა და 1200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა
დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ  სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.
 აჭარის მთავრობის ხელშეწყობით,  აჭარის  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამას.
2021 წელს გათვალისწინებული იყო 900 სტუდენტის დაფინანსება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით.  2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა  1 400 000 ლარამდე.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსა ყველა იმ სტუდენტს ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2022 წელს პროგრამის დაგეგმილმა ბიუჯეტმა  უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია და 1 500 000 ლარით განისაზღვრა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები