აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

10 ნოემბერი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში  მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით  დასრულდა დაბა ქედის სკოლის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
ძირითადი სკოლის შენობაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს, ფასადსა და ეზოს. აშენებულია სპორტული კომპლექსის ძირითადი კონსტრუქცია. მიმდინარეობს სახურავის კონსტრუქციის მონტაჟი.
📌კომპლექსში მოეწყობა კალათბურთის მოედანი პროფესიონალური, სტანდარტული ზომებით, გასახდელებით, ტრიბუნით მაყურებელთათვის. შესყიდვის ღირებულება შეადგენს 1 444 441 ლარს.
მიმდინარეობს ახოს N1 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია: წინა ფასადის დამუშავება და შეღებვა, ხოლო უკანა ფასადის თუნუქით შეფუთვის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება შენობის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.  სველი წერტილების და ამწე-ლიფტის მოწყობა.
ასევე, სამინისტროს პროგრამით ქედის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაიწყო გეგელიძეების სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. პირველ ეტაპზე განხორციელდა სახურავის, ფასადის, ეზოს რეაბილიტაცია, შენობაში ცენტრალური გათბობის და საპირფარეშოების მოწყობა. მიმდინარე წელს განხორცილდა შიდა სამუშაოების ნაწილი. რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება 2022 წელს.
მიმდინარე წელს უკვე დასრულდა წინიარისის და დოლოგნის სკოლების ღია მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ვაიოს  სკოლის რეაბილიტაცი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები