აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საოჯახო ანსამბლების კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო

10 ნოემბერი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში  გამოცხადებული  საოჯახო ანსამბლების კონკურსის შესარჩევი ტურის  მეორე ეტაპი ქედის  მუნიციპალიტეტში გაიმართა.
კონკურსის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის შემსრულებელთა პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა,  საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზაცია და წახალისება.
საოჯახო ანსამბლების კონკურსის ჟიურის წევრები:
➡️აკაკი ძნელაძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
➡️გიორგი დონაძე - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ,,ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;
➡️მიხეილ (მიშო) ჯავახიშვილი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობებთან ურთიერთობის  სამსახურის სპეციალისტი. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადას“ და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,რუსთავის“ წევრი;
➡️თამარ გუდავა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;
➡️ნუგზარ (თემურ) დოლიძე -ლოტბარი, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის ,,ბათუმი“ სამხატვრო ხელმძღვანელი;
➡️მიხეილ გაბაიძე - სატელევიზიო გადაცემა ,,ეთნოფორის“ წამყვანი;
➡️თეიმურაზ დოლიძე - ლოტბარი, ბათუმის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი;
➡️გიორგი ჭანიშვილი - აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,არსიანი“ მთავარი ქორეოგრაფი;
➡️ირაკლი სირაბიძე - ლოტბარი, ქედის კულტურის ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,ელესა“ ხელმძღვანელი;
➡️მადონა თევზაძე - - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე.
კონკურსის მესამე, ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2021 წლის 22 ნოემბერს 16:00 საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
ახალი კორონავირუსის COVID 19 პრევენციის გამო მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები