აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სპორტული შეჯიბრებები გაიმართა

10 ნოემბერი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ტრადიციულად მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით, მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნურ გეზრბენში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა.
მიმდინარე წლის მაისის თვეში რესურსცენტრების ხელშეწყობით  შესარჩევი ტურები ჩატარდა.
თითოეული მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იქნა ერთი გუნდი  მაგიდის ჩოგბურთში და  გეზრბენში. 
შეჯიბრის მესამე (დასკვნითი) ტური  მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში და  გეზრბენში - ღია ცის ქვეშ ,ზღვისპირა ბულვარის სარბენ ბილიკზე.
მაგიდის ჩოგბურთში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვნის საჯარო სკოლის გუნდი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი და  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის გუნდი.
გეზრბენში პირველი, მეორე და მესამე ადგილები ასე გადანაწილდა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის გუნდი, შპს ევრო -2000-ი და  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა. 
პირველ,  მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდების წევრებმა გეზრბენსა და მაგიდის ჩოგბურთში მიიღეს თასები და მედლები. დასკვნით ტურში მონაწილე ყველა გუნდს საჩუქრად გადაეცათ  ჩოგნების კომპლექტი.
ამასთან, სპორტული შეჯიბრის ორივე სახეობაში პირველი და მეორე ადგილზე გასული გუნდების წევრებს გადაეცემათ  ფასიანი საჩუქრები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები