აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი

11 ნოემბერი, 2021

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს წარედგინა.

ბიუჯეტის კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ კომიტეტის წარმომადგენლებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურანიძემ გააცნო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 500 000 ლარით გაიზარდა და 19 351 100 ლარს შეადგენს.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა 3-ჯერ გაიზარდა და 3 მლნ გადააჭარბა, რეგიონში 30 ახალი საწარმო დაფინანსდება. ბოლო 2 წლის მანძილზე შეიქმნა 32 საწარმო და 300 ახალი სამუშაო ადგილი.

2022 წელს საოჯახო მეურნეობაში ჩართული 300 ბენეფიციარი ისარგებლებს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

გაგრძელდება მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა. ციტრუსის სუბსიდირება კვლავ რჩება პრიორიტეტად და მომავალ წელს 400 000 ლარით გაიზარდა ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58