აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ვაშინგტონის შტატის ექსტენციის ექსპერტთან ონლაინ ჩართვა

12 ნოემბერი, 2021

AСDI/VOCA ფერმერი ფერმერს ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული ექსტენციის ქობულეთის მუნიციპალიტეტის განყოფილების სპეციალისტებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების, ვაშინგტონის შტატის ექსტენციის სამსახურის ექსპერტთან ჯონ ფაუცთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაზე გაზიარებული იქნა ინფორმაცია ამერიკაში არსებული ექსტენციის სამსახურების მუშაობის თავისებურებების, აგრონომიული, ვეტერინარული და სხვა სახის გამოცდილებსთან დაკავშირებით.

ადგილობრივი ექსტენციონოსტები გაეცნენ ასევე საველე პირობებში ექსტენციის მიწოდების, საკვლევი და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის, ექსტენციაში ჩართული ფერმერების აღრიცხვისა და განხორციელებული ექსტენციის ეფექტიანობის შეფასების საკითხებს.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში მომდევნო დღეების განმავლობაში შეხვედრები გაიმართება აჭარაში მოქმედი ყველა მუნიციპალიტეტის ექსტენციის სპეციალისტებთან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58