აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მეფრინველეობის ფერმა, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში

16 ნოემბერი, 2021

გიორგი სურმანიძე - ,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ა)იპ აგროსერვის ცენტრი უკვე მეორე წელია ახორციელებს სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას’’.

მეფრინველეობის მიმართულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა მოეწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მოადგილე მირიან ქათამაძესთან და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად, მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

მეფრინველეობის ფერმა, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება შეადგენს 99 630 ლარს.

ფერმა ერთი თვის პერიოდში საშუალოდ 3-ტონამდე ნედლ ხორცის აწარმოებს. რეალიზაცია ძირითადდ ხდება ადგილობრივ აგრარულ ბაზარში და სუპერმარკეტების ქსელში. საწარმოში მუდმივად 7 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58