აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

რუმინეთში ქართული დროშა ამაყად აფრილადა

17 ნოემბერი, 2021

 რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრებმა 5-ოქროს; 4- ვერცხლის და 1-ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ამ შედეგით კონტაქტურ კარატეს ისტორიაში პირველად გუნდური პირველობაც დაიმსახურეს.

 

ჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე, სამინისტროში საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის ბათუმელ სპორტსმენებს და აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან ცინცაძეს შეხვდნენ.

 

ბათუმელი სპორტსმენები, რომლებმაც სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩემპიონტზე წარმატებით იასპარეზეს :

 ახალგაზრდებში U21

მინდია მგელაძე-ოქრო;

დათა ფუტკარაძე-ოქრო;

გარიკ ასლანიანი - ვერცხლი

 დავით მსხალაძე - ვერცხლი

 გრიგორი ბერიძე - ოქრო;

ანრი მსხალაძე - ოქრო;

კატა - დავით მსხალაძე ბრინჯაოს მედალი;

 

მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ და დეპარტამენტის წარმოამდგენლმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს მიღწეული წარმატებებისთვის და თანადგომა აღუთქვეს სამომავლო სპორტულ კარიეაში.

 

ყველა საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენი და პირადი მწვრთნელები აჭარის მთავრობის  მიერ დაჯილდოვდებიან ერთჯერადი ფულადი ჯილდოებით.

 

 

 

 

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები