ქობულეთში მორიგი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
06 ნოემბერი, 2021
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ზედა კვირიკეში 3,85 კმ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა:
სანიაღვრე არხები;
მილები;
კედლები;
დაიგება ასფალტობეტონის საფარი.
ამ ეტაპზე დაწყებულია ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს ზაზა შავაძესთან ერთად დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა