აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დასკვნით ეტაპზეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

08 ნოემბერი, 2021

ალამბარი-ელიაძეები-მიქელაძეების მიმართულებით 1,2 კმ საავტომობილო გზაზე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყო:
გაბიონის და ბეტონის დამცავი კედლები;
სანიაღვრე არხები;
მილები;
ასფალტობეტონის საფარის დაგების შემდეგ მოეწყობა დამცავი ზღუდარები, მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
რეაბილიტირებული გზა უკავშირდება სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულს.
80-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, პირველ მოადგილესთან რაულ ბერიძესთან და სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები