აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს

02 დეკემბერი, 2021

ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტულად აქტიურ 10 სოფელში ტრენინგებს საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს უტარებს. პროექტი, რომელშიც ტურისტული სააგენტოები და გიდებია ჩართული, ერთის მხრივ საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ეხმარება გაამრავალფეროვნონ და დახვეწონ ტურისტებისთვის შესათავაზებელი სერვისები, მეორეს მხრივ კი სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს. ტრენინგები სოფლების ტურისტული პოტენციალის კვევებზე დაყრდნობით დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ერთობლივად მომზადებული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები იგეგმება.  

„პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მასში გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული. ისინი ერთობლივად მუშაობენ, რომ მთიანი აჭარის 10 სოფელში გამოკვეთონ და განავითარონ  ძირითადი ტურისტული პროდუქტები, სერვისები რასაც ტურისტებს შესთავაზებენ. ეს კვლევებზე დაფუძნებულია პროცესია, რის მიხედვითაც ტურისტული პროდუქტების შექმნის, შეფუთვისა და გაყიდვის შესახებ დაიგეგმა ტრენინგები, ვორკშოფები და საველე გასვლები.  პროექტი ტურსგააგენტოებსა და გიდებს ეხმარება უკეთ გაიცნონ მთიანი აჭარა, თავადვე მიიღონ მონაწილეობა ტურისტული სერვისების დახვეწაში და ეს ყველაფერი სამომავლოდ მათ ტურისტულ შეთავაზებებში ასახონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები