სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
07 დეკემბერი, 2021
გიორგი სურმანიძე- ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშოწყობის პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სოციალურად მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა’’.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას ეწვია, სამინისტროს (ა)იპ აგროსერვის ცენტრის 2021 წლის სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებული ბენეფიციარის, მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა დაათვალიერა.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება 96 089 ლარს შეადგენს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.
იხილეთ გალერეა